პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა ,, გლობალური გეოეკოლოგიური პრობლემები"
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი: გეოგრაფია
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული
სკოლა:
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური/კლასი:
საშუალო/მეთერთმეტე
მასწავლებელი:
თამარ გიორგაძე
მოსწავლეთა რაოდენობა:
9
გაკვეთილის ხანგრძლივობა:
45 წუთი
სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე : არ არის
გაკვეთილის თემა:
გლობალური გეოეკოლოგიური პრობლემები
გაკვეთილის მიზანი: საკუთარი დაკვირვებითა და სხვადასხვა საინფორმაციო
საშუალებებით,მოძიებული მასალების გამოყენებით გაანალიზონ გეოეკოლოგიური პრობლემების
გამომწვევი ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორები, გამოთქვან ვარაუდები და იმსჯელონ ამ პრობლემის
შედეგებზე და მისი გადაჭრის ღონისძიებებზე, როგორც ლოკალურ ისე გლობალურ დონეზე.
წინარე
ცოდნა: გარემოს დაბინძურებაზე
მოქმედი ფაქტორები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
გამომუშავებული
უნარ- ჩვევები:
·
გარემოზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვის უნარი
·
ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი
·
კვლევისა და
პრობლების გააზრების უნარი
·
კომუნიკასიის, თანამშრომლობისა და შემოქმედობითობის
უნარი
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღრული მისაღწევი შედეგები:
გეო.XI.3 მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენური
ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აანალიზებს ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ
გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს ისტორიული წარსულიდან დღემდე: გამოთქვამს ვარაუდს
მათი შესაძლო განვითარების შესახებ.
·
სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს , მათ შორის
მსოფლიო ოკეანეს , პედოსფეროს და ბიოსფეროს ათვისების ძირითად მიმართულებებს:
·
ილუსტრაციებისა და სხვა წყაროების გამოყენებით ამყარებს
კავშირებს გლობალურ გეოეკოლოგიურ პრობლემებსა და ეკონომიკის იმ დარგებს შორის, რომლებიც ამ პრობლემების მაპროვიცირებელია.
გაკვეთილის
მსვლელობა
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის
ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
თითეული
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1
|
კლასის
ორგანიზება
გაკვეთილის თემის , მიზნის შეფასების რუბრიკების აღწერა
|
ვერბალური
მეთოდი
|
საერთო
საკლასო
|
შეფასების რუბრ
იკები,
გაკვეთილის თემა, გაკვეთილის მიზანი,ფორმა-ტის
ქაღალდი
|
2წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის
თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკებს
|
2
|
კლასს ვუკითხავ
ციტატას „ჩვენ
მემკვიდრეობით კი არ გვერგო დედამიწა წინაპრებისგან , არამედ „ვისესხეთ “ იგი შთამომავლებისაგან.“ და ვთხოვ ახსნან, როგორ ესმით ეს გამოთქმა.
|
პროვოცირება
|
საერთო საკლასო
|
2 წთ
|
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ
მოსაზრებებს
|
|
3
|
გავააქტიურებ
წინარე ცოდნას დავუსვამ კითხვებს:
·
რას ნიშნავს გლობალური პრობლემები, გლობალიზაცია?
·
რაში მდგომარეობს გლობალური პრობლემის არსი და რით
აიხსნება მათი მზარდი აქტუალობა?
·
როდის და რა თანმიმდევრობით გაჩნდა კაცობრიობის გლობალური
პრობლემები
·
როგორ ფიქრობთ გლობალურ პრობლემებს შორის რომელია
საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური?
|
კითხვა-
პასუხი
|
საერთო საკლასო
|
4წთ
|
მოსწავლეები იმსჯელებენ გლობალური
პრობლემების არსზე
|
|
4
|
აზრობრივი რუკა
მაგნიტურ დაფაზე წრეში ვწერ გლობალურ პრობლემებს
და მოსწავლეები მოახდენენ ცოდნის დემონსტრირებას.
|
ვერბალური ახსნა
|
საეთო საკლასო
|
მაგნიტური დაფა
|
6წთ
|
მოსწავლეები გაიხსენებენ გლობალურ
პრობლემებს
|
5
|
წინასწარ შერჩეულ დავალებებს ( ჰაერი, წყლის და ნიადაგის დაბინძურებაზე) მოსწავლეები
ინაწილებენ და აკეთებენ პრეზენტაციას.
|
პრეზენტაცია
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი, კომპიუტერი
|
15 წთ
|
პრეზენტაციის დროს იმსჯელებენ ეკოლოგიურ
პრობლემებზე, მიზეზებზე და გაანალიზებენ ამ პრობლემით გამოწვეულ შედეგებზე.
|
6
|
ვსვამ
სადისკუსიო კითხვებს
·
სად უფრო მწვავედ დგას ეკოლოგიური
პრობლემები ,განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში ?
·
თქვენი აზრით
, შესძლებს თუ არა კაცობრიობა თავი დააღწიოს მის მიერვე შექმნილ ეკოლოგიურ
„ ჩიხს“
|
მინი დისკუსია
|
საერთო საკლასო
|
4წთ
|
მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთვამენ თავიანთ ვარაუდებს
|
|
7
|
შეჯამება
ვსვამ
კითხვებს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების
მოგვარების გზებზე
·
რა კეთდება გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად
·
რომელ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს იცნობთ
·
რატომ არის აუცილებელი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად
საერთაშორისო თანამშრომშრომლობა
·
გარემოს დაცვის პრობლემის გადასაჭრელად რა როლი ენიჭება
ჩვენი პლანეტის თვითოეულ მცხოვრებს?მათ შორის შენც?
·
პირადად ხომ არ შეგხებია გლობალური ეკოლოგიური პრობლემა
·
როგორ გესმით გამოთქმა „ ვიფიქროთ გლობალურად , ვიმოქმედოთ ლოკალურად“
|
კითხვა- პასუხი
|
საერთო საკლასო
|
5 წთ
|
იმსჯელენენ გლობალური პრობლემის მოგვარების
გზებზე
|
|
8
|
შეფასება
|
განმავითარებელი
|
საერთო საკლასო
|
2წთ
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება
|
|
9
|
საშინაო დავალება
რა ღონისძიებებს გაატარებდი საქართველოში ეკოლოგიური
სიტუაციის გასაუმჯობესებლად
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
1წთ
|
ინფორმაციული მარაგით გამდიდრება
|
|
10
|
გასასვლელი ბილეთები
|
არავერბალური
|
ინდივიდუალური
|
გასასვლელი ბილეთები
|
4წთ
|
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი:
საკუთარი დაკვირვებითა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით
მოძიებული მასალების გამოყენებით გაანალიზეს გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი
ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორები, გამოთქვეს ვარაუდები და იმსჯელეს ამ პრობლემის
შედეგებზე და მისი გადაჭრის გზების ღონისძიებებზე, როგორც ლოკალურ ისე გლობალურ დონეზე.
შეფასების კრიტერიუმები
დისკუსიის
რუბრიკის
შეფასების ცხრილი
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
|
მოსმენა
|
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
საუბარი
|
მეტყველება არა მკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
|
მეტყველება ძირითადად გასაგებია, უყურებს
მსმენელებს
|
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
|
არავერბალური კომუნიკაცია
|
იშვიათდ იყენებს არავერბალურ კომუნიკაციიების
ფორმებს
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არა ვერბალური კონტაქტი
|
შეუძლია ადეკვატურად
აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები
(თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
|
მონაწილეობა
|
მცირე
ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო
თემას
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს, კომენტარები და
აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო
|
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო
კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
|
კოოპერაცია
|
იშვიათად
თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თნამშრომლობს თნაკლასელებთან, ერთვება
სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
|
თნამშრომლობს თანაკლასელებთნ, აცლის სხვებს
აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების
არგუმენტირება
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს
საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია
სადაო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია
ფაქტებით, არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
გაკვეთილში ჩართულობა
ქულები და კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
აქტიური მონაწილეობა
|
იშვიათად ან საეთოდ არ მონაწილეობს.
|
ხშირად მონაწილეობს.
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც შესასრულებელ სამუშაოს.
|
გამართული და სწორი ტერმინოლოგიით მეტყველება
|
ვერ საუბრობს გამართულად და ვერ იყენებს ტერმინოლოგიას.
|
გამართულად მეტყველებს და ხშირად იყენებს ტერმინოლოგიას.
|
გამართულად მეტყველებს, ყოველთვის ადეკვატურად იყენებს ტერმინოლოგიას.
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
უჭირს გამართულად საუბარი,ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
|
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
|
სხვისი აზრისადმი პატივისცემის გამოვლენა
|
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით
. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.
|
პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა
ქულა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
საუკეთესო
|
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
|
წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის
გადმოცემული ზუსტად და არ არის გასაგები
მისი შინაარსი
|
წარმოდგენილი ინფორმაცია ნაკლებად
არის გადმოცემული. სუსტად და ნაკლებად არის გასაგები მისი შინაარსი
|
წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტადაა
გადმოცემული, შინაარსი გასაგებია.
|
სათქმელის სწორედ და ლოგიკურად გადმოცემა
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად
გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად
|
სათქმელს გადმოსცემს ამომწურავად, ნათლად და თანმიმდევრულად, მთლიანად
ორიგინალურია.
|
კონტაქტი აუდიტორიასთან
|
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის
დამყარებას
|
მოწესრიგებულია მეტ-ნაკლებად ახერხებს
აუდიტორიასთან კონტაქტს.
|
ზუსტად შეესაბამება შინაარსიის ყოველ კომპონენტს, წარმატებით იყენებს
არავერბალურ საშუალებებს.
|
დროის რეგლამენტი
|
ვერ ეტევა დროის რეგლამენტში
|
მეტ-ნაკლებად ეტევა რეგლამენტში
|
ზუსტად იცავს რეგლამენტს.
|
რეფლექსია
მე-XI კლასში გეოგრაფიაში
ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო
გაკვეთილი თემაზე: გლობალური გეოეკოლოგიური
პრობლემები. ამ ტიპის გაკვეთილის
ჩატარება განაპირობა იმან, რომ მოსწავლეებს
განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი და სკოლაში შეძენილი ცოდნის
და უნარ- ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების
გადასაჭრელად გამოყენება.
გეგმის მიხედვით წარიმართა ყველა აქტივობა ისე, რომ განუხორციელებელი არაფერი დარჩენილა. მიზანი მიღწეული
იქნა.
გაკვეთილის მიმდინარეობისას იგრძნობოდა კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობები, აქტიური მოსმენა , განსხვავებული აზრის მიღება
და პატივისცემა. ჩემ მიერ გამოყენებული
რესურსები ხელმისაწვდომი იყო მოსწავლეებისთვის და რესურსების მრავალფეროვნება
შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს და
აქტივობებს.
ვფიქრობ , რომ ყველაზე
წარმატებული იყი დისკუსიის
პროცესი, როდესაც ბავშვებმა მოახდინეს პრობლემის გაანალიზება , გამოთქვეს თავიანთი
ვარაუდები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე.
ჩემ მიერ ჩატარებული
გაკვეთილი წაახალისებს მოსწავლეებს
შემოქმედებით მიდგომებს
, განუვითარდებათ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების
, იდეათა ურთირეთგაზიარების , კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარ -ჩვევები
და საბოლოოდ პასუხისმგერბლობის მქონე პიროვნებებად
ჩამოყალიბდებიან.
ვფიქრობ
, კოლოგებისთვის საინტერესო იქნება იმისი დემონსტრირება , თუ როგორ შეუძლია მოსწავლეებს თვითონვე მოამზადონ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და უზრუნველყონ მათი საგაკვეთილო
პროცესში მათი გამოყენება.
მიმაჩნია რომ
ჩემი მხრიდან გაუმჯობესებას
საჭიროებს აკადემიურად სუსტი მოსწავლეების სასწავლო
მოტივაციის გაზრდის ხერხები . მათ მეტი დავალებები უნდა მიეცეთ
საგაკვეთილო პროცესში , რომლების მორგებული იქნება მათ შესაძლებლობებს და ინტერესს აღუძრავთ.
მომავალში
მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას , გავითვალისწინებ , რომ საგაკვეთილო პროცესისთვის
საჭირო ტექნიკა
იყოს სრულ მზადმყოფაში.
Comments
Post a Comment