გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, /  ---- თამარ გიორგაძე  პ/ნ  18001050829
საგანი -- გეოგრაფია
სწავლების საფეხური/კლასი-- მეშვიდე / საბაზო
გაკვეთილის თემა -- მთები და  ვაკეები

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღრული მისაღწევი  შედეგები:

გეო. VII.2      მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა  გეოგრაფიული ინფორმაციის  მოსაპოვებლად.

შედეგი  თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე:
თვალსაჩინოებაზე  მოცემულ ერთი ტიპის ინფორმაციას  გამოხატავს სხვა სახით;
      გეო.  VII.6  მოსწავლეს შეუძლია  დაუკავშიროს რელიეფის ფორმები  რელიეფწარმომქმნელ  პროცესებს.

შედეგი თვალსაჩინოა , თუ  მოსწავლე ;
კონტურულ რუკაზე დააქვს მსოფლიოს და საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული  ერთეულები. კონტინენტის უმაღლესი მწვერვალები.


N
აქტივობის აღწერა

გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი

გამოწვევის ფაზა
7

1
მისალმება, კლასის ორგანიზება, გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა.

ვერბალური
მთელი კლასი
გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები

2წთ
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის ტემას  მიზანს ,შეფასების რუბრიკებს.
2
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს:
1)       რა არის რელიეფი  და რელიეფწარმომქმნელი  ძალები?
2)      რომელი რელიეფის ძალები  შინაგანი თუ გარეგანი  ახდენს დიდ ზეგავლენას რელიეფის ფორმებზე?
3)      რა როლს ასრულებს ადამიანი  რელიეფის წარმოქმნის პროცესში?
4)      რომელია რელიეფის ძირითადი ფორმები?
5)      რა არის მთა და რა ნაწილებისგან შედგება იგი?
6)       რომელი მთები იცით?

გონებრივი იერიში
მთელი ასი
5წთ
წინარე  ცოდნის გამოვლენა

შინაარსის რეალიზება
30

4
მასწავლებელი ახალ მასალას გადმოსცემს. თან აჩვენებს  პროექტორზე  ( PowerPoint-ის მეშვეობით  მსოფლიოს და საქართველოს მთებს და ვაკეებს.

ინტერაქტიული მეთოდი.
პრეზენტაცია
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი
10 წთ
ინფორმაციული მარაგის გამდიდრება.
5
კლასს ვყოფ ჯგუფებად , თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას ,მოიძიონ  სხვადასხვა რელიეფის  ფორმები , მათი სიმაღლეები და ჩანაწერები  გააკეთონ რვეულში. სამუშაოს შესრულების შემდეგ ხდება ნამუშევრის პრეზენტაცია .

პრაქტიკული სამუშაო
ჯგუფური მუშაობა
ატლასი
ფორმატის ფურცლები
 20 წთ
თითოეული ჯგუფი  წარადგენს თავის ნამუშევარს.

რეფლექსია
8

8
რეფლექსიის ფაზაზე
თითოეულ მოსწავლეს
ეძლევა  ინდივიდუალური დავალება ;  ატლასის და სახელმძღვანელოს   დახმარებით კონტურულ რუკაზე დაიტანონ  მათ  მიერ  შერჩეული რამოდენიმე ობიექტი. შესრულებულ ნამუშევრებს  მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან და ერთმანეთის ნამუშევარს ასწორებენ.

პრაქტიკული სამუშაო
ინდივიდუალური
ატლასი, კონტურული რუკა
4წთ
ცოდნის განმტკიცება
9
 შეფასება 

განმავითარებელი
მთელი კლასი
შეფსების რუბრიკები
2წთ
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება
10
გასასვლელი ბილეთები

არავერბალური
მთელი კლასი,
ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე
2წთ
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  მოსწავლეები გაეცნენ დედამიწის ზედაპირის უსწორმასწორო ადგილებს, შეძლეს რელიეფის ფორმების ჩვენება ნახევარსფეროების ფიზიკურ რუკაზე.
შეფასებაგანმავითარებელი. იხ. დანართი-შეფასების  რუბრიკები
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და ან რუბრიკები)
 რესურსები: ნახევარსფეროს ფიზიკური რუკა, კომპიუტერი, პროექტორი,  საწერკალამი,  კონტურული რუკა, გაკვეთილი გეგმა და  შეფასების რუბრიკები , გასასვლელი ბილეთები.


რეფლექსია
მე-7 კლასში , გეოგრაფიაში  ჩატარებული გაკვეთილის თემა იყო  ,,მთები და ვაკეები“. გაკვეთილის მიზანი იყო ---მოსწავლეები გაეცნობიან  დედამიწის ზედაპირის უსწორმასწორო  ადგილებს.  შეძლებენ  რელიეფის ფორმების ჩვენებას  ნახევარსფეროს ფიზიკურ  რუკაზე  და მათი დახარისხებას  ზრ.დ.  სიმაღლის   მიხედვით
 . გაკვეთილის მიზანი -გამომდინარეობდა .. მისაღწევი შედეგებიდან:
 გეო. VII.2      მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა  გეოგრაფიული ინფორმაციის  მოსაპოვებლად.
      გეო.  VII.6  მოსწავლეს შეუძლია  დაუკავშიროს რელიეფის ფორმები  რელიეფწარმომქმნელ  პროცესებს.

        

    გაკვეთილი წარიმართა  გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით.
გაკვეთილის პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. გაკვეთილის მიმდინარეობისას იგრძნობოდა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობები. ეფექტურად იქნა გამოყენებული საგაკვეთილო რესურსებიც:  პროექტორი, კომპიუტერი, ატლასი, კონტურული რუკა. რამაც უზრუნველყო მოსწავლეების  დაინტერესება, ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და შედეგების მიღწევა.
  მოსწავლეები იცავდნენ კლასში ქცევის, ასევე ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის წესებს.
  გაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებელი ყველა მოსწავლეს შესაბამისად აძლევდა უკუკავშირს , შექება - წახალისებას.
     გაკვეთილი იყო  საინტერესო და სახალისო. გამოყენებული აქტივობებით და მეთოდებით გაკვეთილის შედეგი მიღწეული იქნა.
   ხელმოწერა:    თამარ გიორგაზე
თარიღი:  27.05.2019 წელი.

შეფასების კრიტერიუმები

გაკვეთილში ჩართულობა

ქულები და კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
აქტიური მონაწილეობა
იშვიათად ან საეთოდ არ მონაწილეობს.
ხშირად მონაწილეობს.
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც შესასრულებელ სამუშაოს.
გამართული და სწორი ტერმინოლოგიით მეტყველება
ვერ საუბრობს გამართულად და ვერ იყენებს ტერმინოლოგიას.
გამართულად მეტყველებს და ხშირად იყენებს ტერმინოლოგიას.
გამართულად მეტყველებს, ყოველთვის ადეკვატურად იყენებს ტერმინოლოგიას.
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
უჭირს გამართულად საუბარი,ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
სხვისი აზრისადმი პატივისცემის გამოვლენა
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას.
უსმენს სხვებს და  აცდის  საუბრის დამთავრებას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით . კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.



პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ქულა

კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
საუკეთესო
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის გადმოცემული  ზუსტად და არ არის გასაგები მისი შინაარსი
წარმოდგენილი ინფორმაცია ნაკლებად არის გადმოცემული. სუსტად და ნაკლებად არის გასაგები მისი შინაარსი
წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტადაა გადმოცემული, შინაარსი გასაგებია.
სათქმელის სწორედ და ლოგიკურად გადმოცემა
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად
სათქმელს გადმოსცემს ამომწურავად, ნათლად და თანმიმდევრულად, მთლიანად ორიგინალურია.
კონტაქტი აუდიტორიასთან
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
მოწესრიგებულია მეტ-ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსიის ყოველ კომპონენტს, წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს.
დროის რეგლამენტი
ვერ ეტევა დროის რეგლამენტში
მეტ-ნაკლებად ეტევა რეგლამენტში
ზუსტად იცავს რეგლამენტს.

Comments

Popular posts from this blog

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა ,, შავი ზღვა"