პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა ,, შავი ზღვა"
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი:
გეოგრაფია
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული
სკოლა:
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლა
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო/მერვე
მასწავლებელი:
თამარ გიორგაძე
მოსწავლეთა რაოდენობა:
6
გაკვეთილის ხანგრძლივობა:
45 წუთი
სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე : არ არის
გაკვეთილის თემა:
შავი ზღვა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს დაახასიათოს შავი ზღვა , გამოკვეთოს
მისი გეოეკოლოგიური პრობლემები მოსალოდნელი შედეგებით და ისაუბროს მათი გადაჭრის შესაძლო
გზებზე.
წინარე
ცოდნა: კავკასიის ბუნებრივი რესურსები
გამომუშავებული
უნარ- ჩვევები:
·
გარემოზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვის უნარი
·
ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი
·
კვლევისა და
პრობლების გააზრების უნარი
·
კომუნიკასიის, თანამშრომლობისა და შემოქმედობითობის
უნარი
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღრული მისაღწევი შედეგები:
გეო.VIII.4 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს
კავკასიის რეგიონი.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე :
იყენებს
რუკას და ახიათებს შავი ზღვის ფიზიკურ გეოგრაფიულ მახასიათებლებს, მნიშვნელოვან რესურსებს,
( მინერალური ,ბიოლოგიური, რეკრეაციული ) და გარემოსდაცვით პრობლემებს. გამოთქვამს
მოსაზრებებს გარემოს დაცვის როლსა და პერსპექტივებზე.
გაკვეთილის
მსვლელობა
N
|
აქტივობის
აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის
ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
თითეული
აქტივობის ბოლოს მისაღწელი შედეგი
|
1
|
კლასის ორგანიზება
გაკვეთილის თემის, მიზნის ,შეფასების
რუბრიკების აღწერა
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
პლაკატი - გაკვეთილის თემის, მიზნის შესახებ. შეფასების რუბრიკები
|
2 წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის
თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკებს
|
2
|
გავააქტიურებ წინარე ცოდნას დაუსვამ
კითხვებს:
·
რა არის ბუნებრივი რესურსი?
·
ბუნებრივი რესურსებისგან თუ განსხვავდება ბუნებრივი
პირობები?
·
როგორ დავაჯგუფებთ კავკასიის ბუნებრივ რესურსებს მათი
მახასიათებლების მიხედვით?
·
თითოეულ ჯგუფს რომელი რომელი ბუნებრივი რესურსი მიეკუთვნება?
·
შავი ზღვა ითვლება თუ არა ბუნებრივ რესურსად?
|
კითხვა- პასუხი
|
ინდივიდუალური
|
რუკა
|
5 წთ
|
მოსწავლეები გაიხსენებენ კავკასიის
ბუნებრივ რესურსებს
|
3
|
აზრობრივი რუკა
მაგნიტურ დაფაზე წრეში წერია შავი ზღვა და მოსწავლეები მოახდენენ
ცოდნის დემონსტრირებას
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
მაგნიტური დაფა
|
5წთ
|
მოსწავლეები გაიხსენებენ რა იციან
შავი ზღვის შესახებ
|
4
|
მოსწავლეებს მივაწვდი ინფორმაციას
შავი ზღვის ირგვლივ წამოჭრილი პრობლემებთან დაკავშირებით,თან ვაჩვენებ სლაიდებს თემაზე
„ შავი ზღვა საფრთხეშია“.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
პროექტორი,კოპიუტერი
|
6წთ
|
ინფორმაციული მარაგის გამდიდრება
|
5
|
ტექსტზე მუშაობა
მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად თითოეულ
ჯგუფს მივცემ დავალებას და განვუმარტავ ინსტრუქციას.გამოიყენებენ სახელმძღვანელოში
არსებულ მასალას და დანართის სახით მიწოდებულ ინფორმაციას (იხილეთ დანართი) მოსწავლეები
მოიძიებენ და განიხილავენ რა გეოეკოლოგიური პრობლემაა შავი ზღვის ირგვლივ.
|
სახელმძღვანელოში არსებულ მასალისა
და დანართის სახით მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი
|
ჯგუფური
|
ფლიფჩარტი
|
8წთ
|
მოსწავლეები მოიძიებენ და განიხილავენ
რა გეოეკოლოგიური პრობლემაა შავი ზღვის ირგვლივ.
|
6
|
პრეზენტაცია
სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული
ჯგუფის ლიდერი წარმოადგენს თავისი ჯგუფის ნამუშევარს.
|
ვერბალური
|
ინდივიდუალური
|
ფლიფჩარტი
|
ორივე ჯგუფი- 8 წთ
|
წარმოადგენენ პრობლემის მოგვარების
მათეულ ხედვას. .
|
7
|
გაკვეთილის შეჯამება
·
დავსვამ შეკითხვებს : თქვენი აზრით რა არის შავი ზღვის რეგიონის წინაშე
მდგრადი უმწვავესი გარემოსდაცვითი პრობლემა?
·
ვისი მოვალეობაა შავი ზღვის დაცვა?
·
რაიმე ღონისძიებები თუ ტარდება საქართველოს მხრიდან
შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად?
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
4 წთ
|
მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ
ვარაუდებს
|
|
8
|
შეფასება
|
განმავითარებელი
|
მთელ კლასთან
|
2წთ
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება
|
|
9
|
საშინაო დავალება
ინტერნეტით მოიძიონ აღნიშნულ პრობლემასთან
დაკავშირებით , რომელი ქვეყანა რა ღონისძიოებებს გაატარებდა
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
2წთ
|
ინფორმაციული მარაგით გამდიდრება
|
|
10
|
გასასვლელი ბილეთები
გაკვეთილის ბოლოს დავურიგებ წინასწარ გამზადებულ ბარათებს , რომლებსაც მოსწავლეები
შეავსებენ და პასუხს გასცემენ შემდეგ კითხვებს:
რა იყო თქვენთვის დღევანდელი გაკვეთილის
საუკეთესო ნაწილი? რა იყო ბუნდოვანი?აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით რის გაგებას
ისურვებდით?
|
არავერბალური
|
ინდივიდუალური სამუშაო
|
თაბახის ფურცლები
|
3წთ
|
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა გაანალიზეს შავი ზღვის გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი ბუნებრივი
და ანთროპოგენური ფაქტორები , გამოთქვეს ვარაუდები და იმსჯელეს ამ პრობლემის შედეგებზე
და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
შეფასების კრიტერიუმები
გაკვეთილში ჩართულობა
ქულები და კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
აქტიური მონაწილეობა
|
იშვიათად ან საეთოდ არ მონაწილეობს.
|
ხშირად მონაწილეობს.
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც შესასრულებელ სამუშაოს.
|
გამართული და სწორი ტერმინოლოგიით მეტყველება
|
ვერ საუბრობს გამართულად და ვერ იყენებს ტერმინოლოგიას.
|
გამართულად მეტყველებს და ხშირად იყენებს ტერმინოლოგიას.
|
გამართულად მეტყველებს, ყოველთვის ადეკვატურად იყენებს ტერმინოლოგიას.
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
უჭირს გამართულად საუბარი,ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
|
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
|
სხვისი აზრისადმი პატივისცემის გამოვლენა
|
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით
. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.
|
შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
შესრულების დონე
|
|||
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
||
ჯგუფური მუშაობა
|
ჩართულობა
|
არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
ნაკლებადაა ჩართული ჯგუფურ
მუშაობაში
|
აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ
მუშაობაში
|
თანამშრომლობა
|
უჭირს თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან
|
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
აქტიურად თანამშრომლობა ჯგუფის
წევრებთან
|
|
დროის ლიმიტი
|
ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
ყოველთვის ვერ იცავს
დროის ლიმიტს
|
ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს
|
|
შავი ზღვის დახასიათება
გეოეკოლოგიური პრობლემებით , მოსალოდნელი შედეგებით და
გადაჭრის შესაძლო გზებით.
|
უჭირს შავი ზღვის დახასიათება
გეოეკოლოგიური პრობლემებით, მოსალოდნელი შედეგებით და
გადაჭრის შესაძლო გზებით.
|
ნაწილობრივ ახასიათებს შავ
ზღვას მაგრამ უჭირს პრობლემების , მოსალოდნელი შედეგების
და გადაჭრის გზების გამოყოფა.
|
სრულყოფილად ახასიათებს შავ
ზღვას გეოეკოლოგიური პრობლემებით , მოსალოდნელი შედეგებით და
გადაჭრის შესაძლო
|
გაკვეთილის რეფლექსია
მე-VIII კლასში გეოგრაფიაში
ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე : შავი ზღვა. ასეთი ტიპის
გაკვეთილის ჩატარება განაპირობა
იმან, რომ მოსწავლეებს განუვითაროს
ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების , კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარი, ასევე მათ შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-
ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება.
ვფიქრობ, რომ მიზანი იყო შედეგზე ორიენტირებული, სასწავლო მეთოდები
შეესაბამებოდა დაგეგმილ აქტივობებს, რაც, შესაბამისად , ხელს უწყობდა სასურველი შედეგის
მიღწევას.
გეგმის მიხედვით წარიმართა ყველა აქტოვობა ისე, რომ განუხორციელებელი არაფერი
დარჩენილა მიზანი მიღწეული იქნა. ჩემს მიერ გამოყენებული რესურსი ხელმისაწვდომი
იყო მოსწავლეებისთვის და რესურსის მრავალფეროვნება შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანსა და აქტივობებს.
ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია
ყველა მოსწავლისთვის გასაგები იყო უყურადღებოდ
არ ვტოვებდი მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და
ვაძლევდი მითითებებს.
მასწავლებლებისთვის ისევე როგორც მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილის თემის განშლადობა დროსა და სივრცეში. რადგანაც ნახსენები
იყო არა მხოლოდ თანამედროვე პროცესები შავ
ზღვასთან მიმართებაში, არამედ სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობა.მოსწავლეები მზად
არიან , არა მარტო ცოდნის მისაღებად არამედ დაგროვილი ცოდნის ცხოვრებაში გამოსაყენებლად.
ამით მოსწავლეებს მივაჩვევთ ისეთ აზროვნებას, რომ მომავალში მხოლოდ დიპლომისთვის სწავლა
და ხელფასის აღება კი არ იქნება მთავარი, არამედ
არსებული სიტუაციის შეცვლა უკეთესი ცხოვრებისთვის.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი წაახალისებს მოსწავლეების
შემოქმედებით მიდგომებს, გარემოზე პასუხისმგებლობის , თანამშრომლობით სწავლების , სხვისი
მოსაზრების პატივისცემას . ვინაიდან გაკვეთილზე
ჯერ მოხდა პრობლემის გამოვლენა , მოსწავლეთა
მიერ მათი გააზრება , ინფორმაციის მოძიება და გადაჭრის გზებზე მათეული ხედვა.
ყველაზე წარმატებული იყო ჯგუფური მუშაობა, რადგანაც ამ დროს მოხდა მოსწავლეთა ჩართულობა
და პრობლემის გააზრება, გამოყოფა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს ვაძლევდი სათანადო უკუკავშირს სხვადასხვა აქტივობის დროს.
მიმაჩნია ,რომ ჩემი
მხრიდან გაუმჯობესებას მოითხოვს მოსწავლეების
შეფასება, რადგანაც ჩემ მიერ გაკვეთილის ბოლოს გაკეთებული შეფასება უნდა ყოფილიყო კონკრეტული , მიმეცა მოსწავლეებისთვის
აქტივობის შესაბამისი უკუკავშირი, რასაც გავითვალისწინებ მომავალში გაკვეთილზე შეფასების
დროს.
Comments
Post a Comment