სამოდელო გაკვეთილის გეგმა საგანი: გეოგრაფია გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული სკოლა: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N2 საჯარო სკოლა სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო/მეთერთმეტე მასწავლებელი: თამარ გიორგაძე მოსწავლეთა რაოდენობა: 9 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე : არ არის გაკვეთილის თემა: გლობალური გეოეკოლოგიური პრობლემები გაკვეთილის მიზანი: საკუთარი დაკვირვებითა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით,მოძიებული მასალების გამოყენებით გაანალიზონ გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორები, გამოთქვან ვარაუდები და იმსჯელონ ამ პრობლემის შედეგებზე და მისი გადაჭრის ღონისძიებებზე, როგორც ლოკალურ ისე გლობალურ დონეზე. წინარე ცოდნა: გარემოს დაბინძურებაზე მოქმედი ფაქტორები და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. გამომუშავებული უნარ- ჩვევები: · ...